დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სვუპის” 75%-ზე მეტი მფლობელი აქციონერის სს ”სმარტექსის” №14 გადაწყვეტილების ცვლილება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „სვუპი“ |
| მიღების თარიღი | 20/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
| სს „სვუპის” 75%-ზე მეტი მფლობელი აქციონერის სს „ სმარტექსის” № 14 გადაწყვეტილების ცვლილება
| |
| 2013 წლის 1 9 თებერვალი
ქ. თბილისი | |
|
| |
| სს ”სმარტექსმა” (საიდენტიფიკაციო კოდი 202455850) (შემდგომში „ სმარტექსი” ), წარმოდგენილი მისი დირექტორის გიორგი მელიქიძის სახით, როგორც სს „სვუპის” (შემდგომში „ სვუპი” ან „კომპანია“) (საიდენტიფიკაციო კოდი 404871750) აქციების 75%-ზე მეტის მფლობელმა აქციონერმა, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54.11 მუხლის შესაბამისად მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შედის „სმარტექსის“ მიერ 2013 წლის 8 თებერვალს მიღებულ №14 გადაწყვეტილებაში:
| |
| 1. შევიდეს ცვლილება „სმარტექსის“ მიერ 2013 წლის 8 თებერვალს მიღებულ №14 გადაწყვეტილებაში, შეიცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილების 1-ლი და მე-3 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. გამოშვებულ იქნეს 98,630 ერთეული ჩვეულებრივი აქცია, თითოეული 0.6083 (ნული მთელი ექვსი ათას ოთხმოცდასამი მეათიათასედი) ლარის ნომინალური ღირებულებით (შემდგომში „ახალი აქციები“) და აღნიშნული აქციები გადანაწილდეს შემდეგნაირად: a) „სმარტექსს“ გადაეცეს 82,192 ცალი „ახალი აქცია“ მის მიერ შპს „ფრიშოპ.ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 404387356) (შემდგომში „ფრიშოპ.ჯი“) 87% წილის „კომპანიის“ კაპიტალში შეტანის სანაცვლოდ; b) კონსტანტინე კუბლაშვილს (პირადი ნომერი #41001015617) გადაეცეს 16,438 ცალი „ახალი აქცია“ მის მიერ შპს „ფრიშოპ.ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 404387356) 13% წილის „კომპანიის“ კაპიტალში შეტანის სანაცვლოდ.“.
„3. სათანადოდ აისახოს „სვუპის“ აქციონერთა რეესტრში „კომპანიის“ „ახალი აქციების“ გამოშვების შედეგად აქციონერთა წილობრივ მონაწილეობაში მომხდარი ცვლილება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: a) სს „სმარტექსი“ – 79.116% (869,192 ცალი აქცია); b) შპს „სვუპ კონსალტინგი“ – 7.009% (77,000 ცალი აქცია); c) თეა კობახიძე – 3.095% (34,000 ცალი აქცია); d) გიორგი ჯიბლაძე – 3.095% (34,000 ცალი აქცია); e) გურამ კაკუშაძე – 3.095% (34,000 ცალი აქცია); f) გიორგი გოგუაძე – 3.095% (34,000 ცალი აქცია); და g) კონსტანტინე კუბლაშვილი – 1,496% (16,438 ცალი აქცია).“.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება „სვუპის” დირექტორს, თეონა კუტალაძეს შეასრულოს ზემოთ მიღებული გადაწყვეტილებები, ხელი მოაწეროს ამ გადაწყვეტილებების შესასრულებლად საჭირო ყველა დოკუმენტს და მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია კომპანიის აქციონერთა რეესტრში. | |
|
| |
|
ხელმოწერილია 2013 წლის 1 9 თებერვალს.
| |
| გიორგი მელიქიძე სს „ სმარტექსი” დირექტორი
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები