დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016552 |
32/ნ
25/02/2013
ვებგვერდი, 27/02/2013
040030000.22.022.016552
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ, 93, 30/07/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელშიც თანამდებობრივად შედის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებების წარმომადგენლები.“ ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრის მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები