დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016177 |
|
2010 წლის 23 დეკემბერს დადებულ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ,,სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებაზე დაყრდნობით (შემდგომში როგორც ,,შეთანხმება”), საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი) შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი I მიზანი ამ ოქმის მიზანია 2010 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტის განსაზღვრა, რომელიც 2010 წლის 23 დეკემბრის შეთანხმებაზე დაყრდნობით განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის.
მუხლი II 2010 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტი 1. შეთანხმების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან დაგეგმილია საქართველოსათვის აშშ დოლარის ეკვივალენტი 161.000 (ას სამოცდაერთი ათასი) თურქული ლირის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარების გაწევა. 2. ამ სახსრებით სამხედრო აღჭურვილობით დახმარება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტების განსახორციელებლად.
მუხლი III ზოგადი დებულებები 1. პროექტის განსახორციელებლად გადასაცემი აღჭურვილობის სახეობა და რაოდენობა განისაზღვრება მხარეთა მიერ პროექტის სახით თბილისში სამხედრო ატაშესთან ერთობლივი მუშაობით და საბოლოო ფორმა მიეცემა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ. 2. გრანტის სახით გადასაცემი აღჭურვილობის მიწოდება განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ თურქეთიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამ სახსრებით, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, არ შესრულდება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, არ შეიძლება შეძენილ იქნეს მოხმარების საგნები. 4. გრანტის სახით გადმოცემული აღჭურვილობა გამოიყენება მხოლოდ დაგეგმილი პროექტის მიზნებისათვის. 5. გრანტის სახით გაცემული აღჭურვილობის მესამე ქვეყნისათვის ან ინსტიტუტისათვის გადაცემა და დაკავშირებული მასალების განკარგვა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის თანხმობით. 6. გრანტის სახით გადმოცემული აღჭურვილობის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებული ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ეს პროცედურები არ გამოიწვევს თურქეთის რესპუბლიკისათვის რაიმე სახის ფინანსურ, ადმინისტრაციულ და სამართლებრივ ვალდებულებებს. 7. გრანტის სახით გადმოცემული აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება, ფუნქციონირება და გამოცდა განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
მუხლი IV დავათა გადაწყვეტა, შესწორება და გადახედვა 1. ამ ოქმის განმარტებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით. 2. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ ოქმის წერილობით შესწორება ან გადახედვა შეტყობინების მიღებიდან 30 დღეში ოქმის ხელმოწერის ადგილას. 3. შეთანხმებული შესწორებები ან ცვლილებები ძალაში შევა V მუხლის დებულებების შესაბამისად. 4. იმ შემთხვევაში, თუკი 60 დღის განმავლობაში მოლაპარაკებებით არ იქნება მიღწეული არავითარი შედეგი, ოქმი შეწყდება მხარეთა მიერ VI მუხლის დებულებების შესაბამისად. 5. მოლაპარაკებების პროცესში მხარეები გააგრძელებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი V ძალაში შესვლა ეს ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
მუხლი VI მოქმედების ვადა და შეწყვეტა 1. ეს ოქმი მოქმედებს იმ შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში, რომელსაც ოქმი ეყრდნობა. შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, ოქმი შეწყდება სხვა რაიმე მოქმედების გარეშე. 2. თუკი ერთ-ერთი მხარე მივა დასკვნამდე, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ან არ შეუძლია შეასრულოს ამ ოქმის დებულებები, ოქმი შეწყდება ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ამ ოქმის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივად გაკეთებული წერილობითი შეტყობინების დღეს. მხარეები ამ მიზნით არ მიმართავენ მესამე პირს, ინსტიტუტს, არბიტრს ან საერთაშორისო სასამართლოს. შესრულებულია 2012 წლის 2 აპრილს, ანკარაში/თურქეთში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტის განმარტების დროს ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები