„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016145
10
19/02/2013
ვებგვერდი, 25/02/2013
010260020.35.143.016145
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                      

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2013 წლის 19 თებერვალი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში (სსმ, №8, 09/08/2010; 010260020.35.143.000125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახური;

ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის სამსახური;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საკადრო პოლიტიკის   სამსახური;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო დაგეგმვის, მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და საფინანსო ზედამხედველობის  სამსახური;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების  სამსახური;

ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური;

ზ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის  სამსახური;

თ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური;

ი) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების სამსახური;

კ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

მ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური;

ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ო) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური;

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. “;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის საქმისწარმოების და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

3. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საკადრო პოლიტიკის  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო დაგეგმვის, მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების უზრუნველყოფა და ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღებაზე ზედამხედველობა.

5. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბუღალტრული აღრიცხვისა და სახაზინო ანგარიშგების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა.

6. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციაა შესყიდვების განხორციელება.

7. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.

8. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.

9. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა.

10. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

11. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

12. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით.

13. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქცაა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

14. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე