„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016165
115
20/02/2013
ვებგვერდი, 27/02/2013
140030000.22.034.016165
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №115

2013 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (140.030.000.22.034.008.614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) I სამმართველო:

ა.ა) მონიტორინგის განყოფილება;

ა.ბ) ანალიზის განყოფილება;

ბ) II  სამმართველო:

ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;  

ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;                 

ბ.გ) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება;

გ) სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:

გ.ა) შეიარაღების განყოფილება;

დ) საერთო განყოფილება  (კანცელარია):

დ.ა) საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია);

ე) კადრების სამმართველო:

ე.ა) დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის განყოფილება;

ე.ბ) საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება;

ვ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო:

ვ.ა) ფინანსური რესურსების მართვის განყოფილება:

ვ.ა.ა) ფინანსური რესურსების მართვისა და დაგეგმარების ქვეგანყოფილება;

ვ.ა.ბ) შესყიდვების ორგანიზების ქვეგანყოფილება;

ვ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

ვ.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება:

ვ.გ.ა) მომარაგების ქვეგანყოფილება;

ვ.გ.ბ) საწყობის ქვეგანყოფილება;

ვ.დ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების განყოფილება:

 ვ.დ.ა) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების ქვეგანყოფილება;

ვ.ე) შენობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება:

ვ.ე.ა) შენობათა ექსპლუატაციის ქვეგანყოფილება;

ზ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;

თ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;

ი) ქვემო ქართლის სამმართველო;

კ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო;

ლ) კახეთის სამმართველო;

მ) იმერეთის მთავარი სამმართველო;

ნ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველო;

ო) აჭარის მთავარი სამმართველო.  

2. დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-11 მუხლის „თ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ზ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროულ გამოგზავნაზე კონტროლის დაწესებას;“.

3. მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.“.


4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

1. კადრების სამმართველო:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს საკადრო ღონისძიებებს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს  დეპარტამენტის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლისა და სპეციალური შემოწმების განხორციელებას;

გ) მონაწილეობას იღებს პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ამ მიზნით მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში;

ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში;

ვ) ამზადებს მასალებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე;

ზ)        ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ი) ამზადებს დოკუმენტებს დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

კ)  განიხილავს  ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსულ განცხადებებსა და მასალებს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.

2. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მიზნით:

ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოფს ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებასა და სამინისტროს  საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტში წარდგენას;

გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს (პროექტს დამტკიცებამდე შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს; დამტკიცებულ გეგმას წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;

დ) ამზადებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ოპერატიულ, სტატისტიკურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ე) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით, ახორციელებს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვებს;

ვ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღებას;

ზ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და ანგარიშგებას;

 თ) ადგენს ბალანსს და დადგენილ ვადებში წარადგენს სამინისტროს ცენტრალურ ბუღალტერიაში (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე);

 ი) ახორციელებს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვასა და დროულ გაცემას;

კ) დადგენილი წესის შესაბამისად, აწარმოებს სალაროს ოპერაციებს, ახორციელებს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას;

 ლ) უზრუნველყოფს ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავის, მობილური სატელეფონო ბარათების, მცირეფასიანი აქტივების, სახარჯი მასალებისა და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვასა და დამუშავებას;

მ) ახორციელებს ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორების) ინვენტარიზაციას;

ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს წინადადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის;

ო) აღრიცხავს, დადგენილი წესით და ვადებში ინახავს და არქივში აბარებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტებს;

პ) შეისწავლის და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის, ზრუნავს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე;

 ჟ) აღრიცხავს სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, აკონტროლებს მის ექსპლუატაციასა და დაცვას;

 რ) ორგანიზებას უწევს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილების - გამოყოფილი ფართობების), სხვადასხვა საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, კომუნალურ მომსახურებას, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას;

 ს) ორგანიზებას უწევს დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას;

ტ) დადგენილი წესით წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად;

უ) ორგანიზებას უწევს შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, თანამშრომელთა მოთხოვნით, მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;

ფ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მათ გამართულ მუშაობას;

 ქ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას;

ღ) უზრუნველყოფს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას;

ყ) ორგანიზებას უწევს რადიოსადგურ „022“-ის სპეცტექნიკის გამართულ მუშაობაზე კონტროლს;

შ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.“.

5. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს,  ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და  მთავარი სამმართველოების სტრუქტურა და კომპეტენცია“.

6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების   სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ქ. თბილისისა და რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით.“.

7. მე-16 მუხლის:

 ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების ფუნქციებია:“;

ბ)  „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაცია სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში“.

8. მე-17 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს, ადგილობრივ (რეგიონალურ) სამმართველოებსა და მთავარ სამმართველოებს  უფლება აქვთ:“;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველო, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოები და სამმართველოები ვალდებულნი არიან:“.

9. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა  და  მთავარი სამმართველოების სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი