„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 120010000.08.002.016753
107
15/02/2013
ვებგვერდი, 18/02/2013
120010000.08.002.016753
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №107

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ““ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„ს) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი;

ტ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი;

უ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი;

ფ) რეფორმების კოორდინაციის სამმართველო;

ქ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი.“;

გ) მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა;“;

დ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს:
დ.ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტი;
დ.ბ) „გ.დ“, „გ.ე“ და „გ.ვ“ ქვეპუნქტები;
დ.გ) „გ.ი“ ქვეპუნქტი;
ე) მე-4 პუნქტის:
ე.ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) სამინისტროს ადმინისტრაცია ასევე უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მუშაობის ორგანიზებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ურთიერთობას;“;

ე.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი:

დ.ა) აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით;

დ.ბ) შეიმუშავებს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის ზოგად მოთხოვნებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გრძელ, საშუალო და მოკლევადიან გეგმებს;

დ.გ) აფასებს თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას და შეიმუშავებს პოლიტიკასა და გეგმებს თავდაცვის რეფორმებისათვის;

დ.დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს;

დ.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის მხარდასაჭერად კოორდინაციას უწევს დაგეგმვის, თავდაცვის პროგრამების შემუშავების პროცესს და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში;

დ.ვ) მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში;

ე.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:

ზ.ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს;

ზ.ბ) უზრუნველყოფს/კოორდინაციას უწევს სამინისტროს მიერ ნატოსა და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას;

ე.დ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„ს) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი:

ს.ა) შეიმუშავებს წინადადებებს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;

ს.ბ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ს.გ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავებას;

ს.დ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების მომზადებას;

ტ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი:

ტ.ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალი) მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას;

ტ.ბ) განსაზღვრავს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებს;

ტ.გ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგს;

ტ.დ) ახორციელებს შრომითი ურთიერთობების სფეროში დოკუმენტაციის წარმოებას, გარდა სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამისი დოკუმენტაციისა (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა);

უ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი:

უ.ა) უზრუნველყოფს სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას;

უ.ბ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ;

უ.გ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას;

უ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას;

უ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით უზრუნველყოფს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას;

ფ) რეფორმების კოორდინაციის სამმართველო:

ფ.ა) შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით;

ფ.ბ) უზრუნველყოფს თავდაცვის სისტემის რეფორმების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ქ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი:

ქ.ა) უზრუნველყოფს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას;

ქ.ბ) ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზასა და ვიზირებას;

ქ.გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას;

ქ.დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი