დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016113 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თელავის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგონში ,,სამსახური“) არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს მოსახლეობის სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და ხელი შეუწყოს მისი შესრულებას; ბ) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმები; გ) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას; დ) ხელი შეუწყოს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ე) ორგანიზებას უწევს სპორტულ ღონისძიებებს; ვ) აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს; ზ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს; თ) შეიმუშავებს სპორტული ღონისძიებების წლიურ პროგრამებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს; ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი. მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას. მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი 1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები