თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016111
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
15/02/2013
ვებგვერდი, 20/02/2013
010250020.35.163.016111
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/02/2013 - 28/02/2014)

 

                                                                                                   

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2013 წლის 15 თებერვალი

ქ.თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,


მუხლი 1
 

დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის თანდართული დებულება.

მუხლი 2
 

დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე



დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან

და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის

სამსახურის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მუნიციპალიტეტის (შემდგომ სამსახური) საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

მუხლი 2. სამსახურის   ფუნქციები და ამოცანები

1. სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემდეგ საკითხებს:

ა) ბიზნესის მოზიდვა და მათთან ურთიერთობა;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საგარეო ეკონომიკური მიმართულება;

გ) მუნიციპალური პროგრამების ინიციირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მართვის მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია;

დ) მუნიციპალიტეტის არსებული ეკონომიკური რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის  შექმნა;

ე) მიზნობრივი პროგრამებისა და შეთავაზებების შემუშავება/შექმნა;

ვ) შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების წარმოება;

ზ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

თ) მუნიციპალიტეტის საშინაო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინიციირება, კოორდინაცია, ინვესტირების მიმართულებების განსაზღვრა, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; 

 ი) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან;

 კ) ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა;

ლ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

მ) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების ორგანიზება;

ნ) თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების  ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების  კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი.

 

მუხლი  3. სამსახურის მართვა, ორგანიზება

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს  კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის  უფროსი:

 ა)  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ)  პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;

ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

 ვ)  გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;

ზ)  ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.

3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.

 

მუხლი 4. სამსახურის  მოსამსახურე

1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.

2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;

3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე  თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

მუხლი 5.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი

1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.