დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/02/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016137 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/12/2012; 190020020.35.149.016124) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი“. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი“; ,,გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი. არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არა უმეტეს 50%-ის არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ“; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) განცხადება გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში“. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები