საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის პარტიების რეგისტრაციის წესის და ვადების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016068
1
15/02/2013
ვებგვერდი, 15/02/2013
010240020.15.008.016068
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის პარტიების რეგისტრაციის წესის და ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია -

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის პარტიების რეგისტრაციის წესის და ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
პარტია, რომელსაც არა აქვს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა და განცხადების მიღებისთანავე (პარლამენტში წარმომადგენლის არყოლის შემთხვევაში) მას გადაეცემა პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია, ხოლო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი - ვალდებულია იმავე ვადაში ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. პარტიის, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე