დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016257 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის
№1-1/585 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“
შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
|
1.
დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;“
|
2.
დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) ანალიტიკური სამსახური“. |
3.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. ანალიტიკური სამსახური ანალიტიკური სამსახური: ა) სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტების მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს სტატისტიკურ და სტრატეგიულ მიმართულებებს; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით განსაზღვრავს სააგენტოს სწორ პრიორიტეტებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას; გ) მონაწილეობს გემების მოზიდვის პოლიტიკის შემუშავებაში და შესაბამისი კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებაში; დ) ახორციელებს საზღვაო სფეროში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის სიახლეებთან შესაბამისობას; ე) შეიმუშავებს საქართველოს საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბების პრინციპებს; ვ) ახორციელებს გემების კონკრეტულ ბაზრებზე არსებული კონიუნქტურის შესწავლას, დაფინანსების სწორი სქემის შემუშავებას, რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების დამუშავებას; ზ) ურთიერთობს საერთაშორისო სურვეირულ-შემფასებელ, სადაზღვევო ორგანიზაციებთან, მოიპოვებს/შეისწავლის შესაბამის რეკომენდაციებს და ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას; თ) წარუდგენს სააგენტოს დირექტორს ყოველთვიურ ანგარიშებს მის საქმიანობასთან/კვლევებთან დაკავშირებით; ი) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები