დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 19/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016025 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ბ)„ე“ ქვეპუნტი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებით დამტკიცებული "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის": ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სისტემის “ePLAN” მოდული – სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (შემდგომში - გეგმა) შექმნისათვის და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებული მოდული (შემდგომში – ePLAN). გეგმის სააგენტოში წარდგენად ჩაითვლება მისი რეგისტრაცია ePLAN-ში."; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული და ამ წესის მიხედვით რეგისტრირებული გეგმის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისა. გეგმის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ePLAN-ში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 ან/და 32 პუნქტებით დადგენილ ვადაში. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება ხორციელდება ePLAN-ში, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით.“; ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. გეგმის დამტკიცების წესი და ფორმა განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. ePLAN-ში გეგმის რეგისტრაციისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზაღვრავს უფლებამოსილ პირს, რომელიც რეგისტრირდება სისტემაში. სისტემაში რეგისტრაციისას გეგმა არ საჭიროებს შესაბამისად უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. “; ბ.გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მომდევნო წლის გეგმას შემსყიდველი ორგანიზაცია არეგისტრირებს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გეგმის რეგისტრაციის მომენტისათვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს."; ბ.ე) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე “ და „ ა.ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებიდან, გეგმას არეგისტრირებს ePLAN-ში ამ წესის მიხედვით, შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.“; ბ.ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია გეგმასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებამდე და არეგისტრირებს ePLAN-ში, დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში." ბ.ზ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 61. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;
ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;
ვ) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;
ზ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;
თ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;
ი) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება;
კ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ლ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;
მ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; ნ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.“. 3. დანართი №1 ამოღებულ იქნეს. 4. დანართი №4 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები