ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპანის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპანის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016103
5
18/02/2013
ვებგვერდი, 22/02/2013
010250000.35.112.016103
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპანის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2013 წლის 18 თებერვალი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპანის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპანის:
1. №1 ქუჩას ეწოდოს გურიის ქუჩა;
ა) №1 ქუჩის პირველ  ჩიხს ეწოდოს გურიის ქუჩის პირველი ჩიხი;
ბ) №1 ქუჩის მეორე ჩიხს ეწოდოს გურიის  ქუჩის მეორე ჩიხი;
გ) №1 ქუჩის მესამე ჩიხს ეწოდოს გურიის ქუჩის მესამე ჩიხი;
2. №2 ქუჩას ეწოდოს წმინდა გიორგის ქუჩა;
ა) №2 ქუჩის პირველ ჩიხს ეწოდოს წმინდა  გიორგის ქუჩის პირველი ჩიხი;
ბ) №2 ქუჩის მეორე ჩიხს ეწოდოს წმინდა  გიორგის ქუჩის მეორე ჩიხი;
გ) №2 ქუჩის მესამე ჩიხს ეწოდოს წმინდა  გიორგის ქუჩის მესამე ჩიხი;
3. №3 ქუჩას ეწოდოს ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;
4. №4 ქუჩას ეწოდოს წმინდა ნინოს ქუჩა.
მუხლი 2
სოფელ ჯაპანის ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების მარჯვენა მხარეს არსებული ობიექტები დაინომროს კენტი რიცხვებით, ხოლო მარცხენა მხარეს არსებული ობიექტები დაინომროს ლუწი რიცხვებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი