„მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 2 მაისის N–11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016068
2
13/02/2013
ვებგვერდი, 19/02/2013
280120000.35.103.016068
„მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 2 მაისის N–11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2013 წლის 13 თებერვალი

დაბა მესტია

,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 2 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

      „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის  №21 დადგენილების   შესაბამისად:

მუხლი 1
  შევიდეს  ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების  გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ’’  2012 წლის 2 მაისის  №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 08/05/2012 სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016053).
  მე-4 მუხლის, მეხუთე პუნქტის  ,,თ’’ – ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი    რედაქციით:

    მუხლი 4

     5. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ:

    თ)    გაჭირვებულ ოჯახების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 100   (ასი)  ლარი და   არა უმეტეს 500  (ხუთასი) ლარის ოდენობით,  კონკრეტული მოქალაქის ინდივიდუალური პრობლემიდან გამომდინარე.

       სოციალური დახმარების გაცემის კომისია იხილავს სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონულ განყოფილებაში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ გაჭირვებულ ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე, ადგენს მათ უტყუარობას, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას.

მუხლი 2
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი