საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 37/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016557
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37/ნ
11/03/2013
ვებგვერდი, 13/03/2013
430210000.22.022.016557
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/03/2013 - 03/08/2018)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №37/ნ

2013 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის  სამსახურის  მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის  მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები

საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის  სამსახურის  მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები შედგება შემდეგი თემატიკისაგან:

ა) ეფექტური კომუნიკაცია;

ბ) ასაკობრივი ფსიქოლოგია;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

დ) სისხლის სამართალი;

ე) ადამიანის უფლებები;

ვ) პირველადი სამედიცინო დახმარება;

ზ) ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება;

თ) საჯარო სკოლის სტრუქტურა;

ი) სამოქალაქო თავდაცვა;

კ) ინფორმატიკა;

ლ) საქმისწარმოება;

მ) ნარკოტიკული საშუალებები.

ნ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანება;

ო) ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის  ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანება;

პ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“;

 ჟ) სკოლის კონფლიქტური სიტუაციების მართვა.

შენიშვნა:

მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების ჩატარებას ორგანიზებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.