დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016080 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ"–ქვეპუნქტის და ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №27 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 28.12.2012. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016078) ცვლილებების შეტანის საკითხი და დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის № 27 დადგენილებაში. |
| მუხლი 2 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი 6700,0 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახადები 1400.0 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გრანტები 4565,0 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 735,0 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯები 6979.2 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 110,1 ათ.ლარით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 55,4 ათ.ლარით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 165,5 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში. |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 268,4 ათ.ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 268.4 ათ.ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 268.4 ათ.ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 46.0 ათ.ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 180.0 ათ.ლარი, მიიმართოს:
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; ბ),,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის . 1. ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის”-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განვალობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განმსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2013 წლის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 429,1ათ.ლარი (პროგრამული კოდი 02 00 )
ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა შესრულება ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა - 301,5 ათ.ლარით (პროგრამული კოდი 02 01 ) ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. 1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 127.6 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 02 03 ) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა,რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 949,7 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0300) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რებილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 55,1ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0301) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია, სოფლების შიდა გზების მოხრეშვა. მოსაცდელების შეძენა-დამონტაჟება, ასევე ხიდების და ბოგირების რეაბილიტაცია . პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქ.სამტრედიაში ტროტუარების რეაბილიტაცია. ( საქ.მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის № 735 განკარგულებით 25.1 ათ.ლარი). 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 815,5 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0302) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. 2.2.1 კომუნალური მეურნეობის განვითარება - 544,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030201) სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს კომუნალური მეურნეობის განვითარება 537,9 ათ.ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მეურნეობის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში თანხით 7.0 ათ.ლარი. განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.2 დასუფთავება - 14,7 (პროგრამული კოდი 030202 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არხების გაწმენდა და დანალექების გატანა. ( საქართველოს მთავრობის 27.07 2012 წლის № 1453 გაბკარგულებით 14.7 ათ.ლარი ). 2.2.3 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები- 0 (პროგრამული კოდი 030203) 2.2.4 ბინათმშენებლობა - 27.0 ათ.ლარი ( პროგრამული კოდი 030204 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გამსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბინაო ამხანაგობების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება. დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების და შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ჭავჭავაძის ქუჩა № 4 ბინის გადახურვა . 2.2.5. წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 0 (პროგრამული კოდი 030205 ) 2.2.6 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 228,9ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030206 ) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ სამტრედიაში განათების მომსახურება და საახალწლო და საშობაო ღონისძიებებისათვის ქუჩების დეკორატიული განათებები. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები - 69,0ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 03 ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება. 2.3.1. საკადასტრო რუკების მომზადება - 4.8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030301 ) სამტრედიის გამგეობის მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების, ასევე საპრივატიზაციო მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზები. 2.3.2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პანთეონის, სასაფლაოების, ტერიტორიის გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის განვითარების ღონისძიებები - 64,2ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030303 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პანთეონის და სასაფლაოების კეთილმოწყობის ღონისძიებები, ქალაქის გამწვანებისათვის ხეების დარგვის სამუშაოები, სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. 2.3.3. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი-10,1 ათ.ლარი(პროგრამული კოდი 0304) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის № 162 განკარგულებით
3. განათლება - 928.5 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 00 ) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელი განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლება-მოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1. სკოლამდელი განათლება - 799.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 01 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება”, რომელიც აერთიანებს 22 საბავშვო ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1145 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 12 ლარს.აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მ.შ. მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე მომდევნო წელში განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. 3.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა - 17,4ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 02) ნიგორზღვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ( საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 მაისის № 347 განკარგულებით 13,4 ათ.ლარი ). 3.3. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი - 112,1 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს 400 მოსწავლეს. ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი. სახლის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებაში. 4 .კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 1801,7 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0500) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 635,4ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0501) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 სპორტული ღონისძიების დაფინანსება - 10.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01 ) 2013 წლის განვალობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მნიშვნელოვანისპორტული ღონისძიებები. 4.1.2 სპორტული სკოლები - 625,4ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 ) 2013 წლის განვალობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული სკოლების დაფინანსება. კომპლექსური სპორტული სკოლა აერთიანებს 600 მოსწავლეს, ფუნქციონირებს სპორტული ჯგუფები: ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ჭიდაობაში, კარატეში, მძლეოსნობაში, ჭადრაკში, რაგბში, კრივში, მაგიდის ჩოგბურთში, სამბოში და ძიუდოში.მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი. საფეხბურთო კლუბი ძირითადად ახორციელებს იმ ფეხბურთელების ამორჩევას, რომლებიც წაადგება ქართულ ფეხბურთს. ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ასაკოვანი ჯგუფები. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 884.6 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0502) სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2. სახელოვნებო სკოლები - 408,2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მუსიკალური სკოლები:
სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. 4.2.2. კულტურის სახლი - 361,7 ათ.ლარი ( პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები. კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია ( საქ.მთავრობის 27.07 2012 წლის №1453 განკარგულებით 10.0 ათ.ლარი და საქ.მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით რეგიონებში ღონისძიებათა თაობაზე 59.6 ათ.ლარი). 4.2.3 კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება - 34,8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 050203 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურისა და დასვენების პარკის მიმდინარე ხარჯებით დაფინანსება. 4 .2.4 ბიბლიოთეკები - 79,9ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან ფინანსდება ააიპ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა. 4.3 შპს ” სამტრედიის მაცნე ” - 67.9ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ) იგი ერთადერთი გაზეთია, რომელიც მაქსიმალურად აშუქებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს საქმიანობას. მისი მიმდინარე ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტიდან. 4.4 ააიპ მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი - 43.8ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 04) გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენს, გამოიცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მრავალდარგოვანი ჟურნალი. საინფორმაციო ცენტრის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე განთავსდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გაშუქებული იქნება ტელევიზიასა და პერიოდულ გამოცემებში.ცენტრი უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 4.5 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება - 40.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0505 ) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში პროგრამის ფარგლებში. 4.6 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 130.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0506 ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხონი-სამტრედიის ეპარქიის სუბსიდირება, დაფინანსდება მთავარი საკათედრო ტაძარი. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 586,2 (პროგრამული კოდი 0600) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები - 79.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. 5.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - 79,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060103 ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
5.2 სოციალური პროგრამები - 507,2ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0602 ) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრულველყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ააიპ სახლი ” თანადგომა ” – 173,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 0201 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.2 მუნიციპალიტეტის ”სათნოების სახლი ” - 92,9 ათ.ლარი ( პროგრამული კოდი 060202 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვრებო-სოციალური პირობების უზრუნველყოფა, დღე-ღამის მანძილზე სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება მედპერსონალისა და სანიტართა სადღესასწაულო მორიგეობა, მათი ინვენსტიციების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში. 5.2.3 დედათა და ბავშვთა დახმარება - 73.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: - ყოველი მესამე ახალშობილისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით. - მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 ან მეტი შვილი 18 წლამდე) ფულადი დახმარება (თვეში 10 ლარი თითოეულ ბავშვზე). - დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარება ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თანხის ოდენობა 100 ლარი 5.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 155.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060204) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია:
5.2.5 დაკრძალვის ხარჯი - 8.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060205) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია ომის მონაწილეთა დაკრძალვისათვის ფინანსური დახმარება 5.2.6 დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით - 5.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060206) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თანხის ოდენობა 100 ლარი. |
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები