დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016548 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ III, №140, 29.10.2010. მუხ. 201) დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: ,,31. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ ან/და ,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგნებში არაქართულენოვანი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ოლიმპიადა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს იმ ენაზე, რომელზეც ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიმდინარეობს სწავლება. 32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს უცხოურ ენად ჩააბაროს ის ენა, რომელზეც აბარებს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ ან/და ,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგანს/საგნებს“. ბ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 26. გარდამავალი დებულებები 1. იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული და მან 2011-2012 და 2012-2013 სასწავლო წლების ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ამ მიზეზით ვერ გაიარა რეგისტრაცია ან/და ვერ გამოცხადდა ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში. 2. ამ წესის მე-6 მუხლის 31 და 32 პუნქტები გავრცელდეს ოლიმპიადის იმ მონაწილეზე, რომელიც მონაწილეობას იღებს 2012-2013 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები