დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულების ნომერ მესამე ცვლილება” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35/74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016176 |
|
ცვლილება ნომერი სამი
ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში |
USAID-ის დახმარების შესახებ ხელშეკრულება №AAG-114-G-10-00001
2012 წლის -- აგვისტო
ცვლილება ნომერი სამი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოსა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში “გრანტის მიმღები”) და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (“USAID”) მეშვეობით შორის 2010 წლის 25 თებერვლის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში.
ვინაიდან, გრანტის მიმღებმა და USAID-მა 2010 წლის 25 თებერვალს გააფორმეს დახმარების შესახებ ხელშეკრულება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარების მიზნით, როგორც ეს აღწერილია აღნიშნული დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში “ხელშეკრულება”) დანართ 1-ში (განვრცობილი აღწერა) და
ვინაიდან, გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) USAID-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების მთლიანი თანხა გაიზარდოს $128,012,670-დან $128,412,670-მდე; (ბ) USAID-ის მთლიანი დახმარება გაიზარდოს $400,000-ით, $130,140,014-მდე, რათა გამოყოფილ იქნეს დაგეგმილი საბოლოო დახმარება “შემუშავება და ზედამხედველობისთვის"; (გ) განახლებულ იქნეს გეოგრაფიული კოდი, რათა აღნიშნული მოიცავდეს ყველა შესაბამის ქვეყნებს; და (დ) დასრულების თარიღი გადაწეულ იქნეს 2014 წლის 30 სექტემბრამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
“(ა) გრანტი. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დამხარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით USAID გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ას ოცდარვა მილიონ ოთხას თორმეტი ათას ექვსას სამოცდაათ აშშ დოლარს ($128,412,670) (“გრანტი”)”.
*მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული წარმოადგენს USAID-ის ფინანსურ დახმარებას ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების წახალისების პროგრამის ფარგლებში, რომელზეც ვალდებულება აღებულია განხორციელების ხელშეკრულებებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხები არ შედის ვალდებულების თანხაში, ეს თანხები განიხილება როგორც USAID-ის მთლიანი მიახლოებითი დახმარება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულების მხარდასაჭერად. აღნიშნული პირდაპირ ნაკისრი ფინანსური დახმარება მოიცავს:
NARUC - $175,000 შავი ზღვის ინიციატვია - $442,344 SynEnergy - $180,000 ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების წახალისება - $930,000 სულ: $1,727,344
რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ სამს ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ თარიღში:
საქართველო: ამერიკის შეერთებული შტატები
------------------ ---------------------
სახელი, გვარი: ალექსანდრე ხეთაგური სახელი, გვარი: Stephen M. Haykin
თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი თანამდებობა:Mission Director USAID/Caucasus
ცვლილება ნომერი სამი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2010 წლის 25 თებერვლის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები