დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.157.016114 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებით (სსმ, №49, 11/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.157.016007) დამტკიცებულ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
| მუხლი 1 |
1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებით (სსმ, №49, 11/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.157.016007) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი შესყიდვების სამსახურის დებულება“. |
2.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებით (სსმ, 49, 11/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.157.016007) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი შესყიდვების სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ადგილობრივი შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადება; ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება; გ) სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად ელექტრონული ტენდერების გამოცხადება; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების პროექტებს მომზადება, შემუშავება; ე) სახელმწიფო შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები