თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016113
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
08/02/2013
ვებგვერდი, 15/02/2013
010260020.35.157.016113
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/02/2013 - 19/11/2013)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2013 წლის 8 თებერვალი

ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ა დ გ ე ნ ს:

 


მუხლი 1
 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის  სამსახურის დებულება (დანართი 1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი



თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის  სამსახურის

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები, გამგეობის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტები.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების  უზრუნველყოფა;
3. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და უფლებები
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ყოველი წლის ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების მომზადება;
გ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტის შემუშავება და გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის განსახილველად წარდგენა; გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტის კორექტირება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენა; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის საკრებულოს სხდომაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის განხილვამდე;
დ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე, თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულთა განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავება; ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზება;
ე) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა; წინადადებების მომზადება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომელიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას; სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შედგენა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავება; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით, ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო მოხმარებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე .
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. 
3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.