დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულება“ ნომერ მეორე ცვლილება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35/75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016175 |
|
ცვლილება ნომერი ორი
„ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში |
USAID-ის დახმარების შესახებ ხელშეკრულება №AAG-114-G-10-002
2012 წლის 28 სექტემბერი
ცვლილება ნომერი ორი „ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის”საქართველოსა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები”) და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („USAID”) მეშვეობით, შორის 2010 წლის 12 აგვისტოს დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში (შემდგომში “ხელშეკრულება”).
ვინაიდან, გრანტის მიმღებმა და USAID-მა 2010 წლის 12 აგვისტოს გააფორმეს დახმარების შესახებ ხელშეკრულება საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 1-ში („განვრცობილი აღწერა”) და
ვინაიდან, USAID-სა და გრანტის მიმღებს სურთ ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) მთლიანი თანხა გაიზარდოს $17,710,000-ით $91,850,599-დან $109,560,599-მდე, რათა გამოყოფილ იქნს დამატებითი დახმარება ახალი პროექტებისა და მყარი ნარჩენების მართვის საქმიანობებისათვის; ბ) USAID-ის მთლიანი დახმარება გაიზარდოს, რათა ასახული იქნეს ზემოაღნიშნული ზრდა; გ) განახლდეს ხელშეკრულების დანართი 1-ის ცხრილი 1“USAID-ის ფინანსური გეგმა”, ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით; დ) შეიცვალოს ქვეყნის გეოგრაფიული კოდი, რომელიც მოიცავს ყველა დასაშვებ ქვეყანას; ე) შევიდეს ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 1-ის („განვრცობილი აღწერა”) მე-6 (ა) ნაწილში („ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა”), სადაც აისახება USAID-ის მთლიანი დახმარების თანხა $109,560,599; ვ) შევიდეს ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 1-ის („განვრცობილი აღწერა”), რათა გათვალიწინებულ იქნეს მყარი ნარჩენების მართვის საქმიანობები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
„(ა) გრანტი. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დამხარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID)გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ას ცხრა მილიონ ხუთას სამოცი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტ ამერიკის შეერთებული შტატების (“აშშ”) დოლარს ($109,560,599) (შემდგომში “გრანტი”)”.
„(ბ)USAID-ის მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა. ამოცანის შესასრულებლად USAID-ის სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა შეადგენს ასცხრა მილიონ ხუთას სამოცი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტ ამერიკის შეერთებული შტატების („აშშ”) დოლარს($109,560,599), რომელიც გაიცემა ზრდადი ოდენობებით.
*შენიშვნა: აღნიშნული თანხა მოიცავს $1,942,243-ს, რომელიც გათვალისწინებული იყო 2012 ფისკალური წლისათვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების კომპონენტის მთლიან მიახლოებით თანხაში.
მყარი ნარჩენების მართვა.საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის გასაუმჯობესებლად,სახელმწიფო და კერძო სექტორებში ინვესტირების და ამ სექტორებში დასაქმების შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, USAID-ი მხარს დაუჭერს მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ შესაბამისსაქმიანობებს და ახალ ინვესტიციებს მყარი ნარჩენების შემცირების, უტილიზაციის, სხვა დანიშნულებით გამოყენების კუთხით და ასევე გადამუშავებული მასალების ბაზრებს. ეს თავის მხრივ მოიცავს ნარჩენების მოგროვებას, გადამუშავებას დაპრესვის სისტემებს… მყარი ნარჩენების სტრატეგიას და სატარიფო პოლიტიკას, სახელმწიფოს მხარდაჭერის არეალის გაფართოებას. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) დაქვემდებარებაში პასუხისმგებელია მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე საქართველოს რეგიონებში (აჭარისა და თბილისის გარდა). საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გეგმავს შეამციროს ნაგავსაყრელების რაოდენობა. ნაგავსაყრელის დახურვისა და გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების ზომები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული უარყოფითი გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.”.
რომლის დასტურადაც, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ ორს ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ თარიღში:
საქართველო: ამერიკის შეერთებული შტატები
------------------ ---------------------
სახელი, გვარი: ალექსანდრე ხეთაგური სახელი, გვარი: Stephen M. Haykin
თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი თანამდებობა:Mission Director USAID/Caucasus
ცვლილება ნომერი ორი „ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში. . |
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები