„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 470230000.35.154.016127
9
11/02/2013
ვებგვერდი, 15/02/2013
470230000.35.154.016127
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                                

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2013 წლის 11 თებერვალი

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
   შევიდეს ცვლილება  ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებით (სსმ,110224019, 04/03/2011, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.35.154.016045) დამტკიცებულ დანართში და დამტკიცდეს  კორექტირებული დანართი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური



თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად  დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
                                              
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციურ და სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურების მიღებაში.
3. პროგრამა ვრცელდება მე-5 მუხლით განსაზღვრულ, თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებზე, რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ კატეგორიაში, არ აქვთ რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ან სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს შესაბამის ნოზოლოგიას.

მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები
მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
1. წინასწარი ამბულატორიული გამოკვლევები;
2. სტაციონარული მკურნალობა.

მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიღების წესი
                                         
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით  იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარების გაწევასა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრაზე.
2. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ. მოქალაქისათვის საჭირო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კომისიის სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება. 
3. მოქალაქემ, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება (ან მისი ოჯახის წევრმა), განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს  პირადობის მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) და ინვოისი ან ანგარიშ-ფაქტურა.
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას  განმცხადებლისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე. 
5. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
7. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისაგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს განმცხადებლის და მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას.
8. კომისიის მუშაობაში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მონაწილეობას მიიღებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.
9. საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი უფლებამოსილია, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, ოქმს თან დაურთოს წერილობითი მოსაზრება. 
10. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს ორი დღისა.
11. კომისიის თავმჯდომარე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოხსენებითი ბარათით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუნიციპალიტეტის გამგებელი, კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მოხსენებითი ბარათით მიმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. მოხსენებით ბარათში აღინიშნება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა ამ პროგრამასთან. მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტის პროექტი.
12. გამგებლის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე.
13. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს საგარანტიო წერილს, სამედიცინო მომსახურების გაწევის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
14. მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოადგენს ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ დოკუმენტს, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტი ახდენს  ბრძანებაში  დაფიქსირებული თანხის გადარიცხვას.

მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
                                           
1. სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 1000 ლარამდე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 25%-მდე.
2. სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 1000 ლარიდან, 3000 ლარამდე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება  30%-მდე.
3. სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 3000 ლარიდან 5000 ლარამდე თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 35%-მდე.
4. სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 5000 ლარის ზევით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 40%-მდე.
5. გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობა თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ  დაფინანსდება  100%-მდე.

მუხლი 5.  კატეგორიები,  რომელთა სამედიცინო მომსახურება ფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ
კატეგორიებს, რომელთა სამედიცინო მომსახურებაც ფინანსდება თიანეთის მუნიციპლიტეტის მიერ, განეკუთვნებიან:
1. პენსიონერები, რომელთა სამედიცინო მომსახურება არ ფინასდება საპენსიო დაზღვევით;
2. მარტოხელა დედები (არასრულწლოვანი შვილით) და მრავალშვილიანი ოჯახები (3 და მეტი არასრულწლოვანი შვილით);
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის  დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილები);
4. ოჯახები, სადაც არც ერთი წევრი არ მუშაობს;
5. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
6. სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და არა აქვს გადახდის არანაირი საშუალება.

მუხლი 6. მოსალოდნელი შედეგები
პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს  შეუწყობს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.