„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020030.10.003.017188
27
07/02/2013
ვებგვერდი, 11/02/2013
210020030.10.003.017188
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №27

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „მშე­ნებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგე­ნილებაში (სსმ, 2009) და დადგენილების:

1. 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით;

„ა) შენობა-ნაგებობების (გარდა ამ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტისა) მზი­დი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბა­რიტების უმნიშვნე­ლო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტ­რისა (გარდა კოლონების ჰორი­ზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკა­ლური კვეთის, სართულ­შუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სი­მაღლეების ცვლილებისა),  რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენო­ბა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტე­ბით სამშენებ­ლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქ­ციული სისტე­მის მდგრადობის დასუსტება;“.

 2.  62-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ქ. თბილისში, II კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების შემ­თხვევაში შენობა-ნაგებობების ინტერიერში მოქცეული მზიდი კონსტ­რუქციული ელემენტების  შეცვლა, დამატება/მოკლება, რამაც არ უნდა გამო­იწვიოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერის ან/და შენობა‑ნაგებობის ძი­რითადი კონსტრუქციული სქემის ცვლილება;“.

3.  62-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) II კლასს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 100 მ2-მდე ფართობზე 3.0 მ2 სიზუსტით, III და IV კლასებს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სარ­თულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 200 მ2-მდე ფარ­თო­ბ­ზე 1.0 მ2 სიზუსტით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობე­ბის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლა­მენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრა­დობის დასუსტება;“.

4.  62-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„გ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.2 მეტრით (II კლასს მიკუთვნებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მაქსი­მუმ 0.3 მეტრით), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშე­ნებლო დოკუმენტით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრუ­ლი კონ­სტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართუ­ლის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქ­ცევა სრულ სართულად;“.

5. დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„2. თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დო­კუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლო­ბის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებ­ლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებ­ლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარ­ღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახ­დის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა „პროდუქტის უსაფრთხო­ების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 251 მუხლის, ამ დადგე­ნილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და კანონ­მდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.“.

6.დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამო­ყა­ლი­ბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფი­ციენ­ტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც  K-2 არ განი­საზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშე­ნი­ა­ნე­ბის ჯამური 300 მ2-მდე ფარ­­თო­ბის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის სართუ­ლე­ბის იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 500 მ2-მდე ფართო­ბის), 5 მ-დან 12 მ-მდე სი­მაღლისა  და  გრუნტის  ზედაპირი­დან  საშუა­ლოდ  2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;“.

7. დადგენილების 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამო­ყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით;

„ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიცი­ენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ გა­ნი­საზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენია­ნების ჯამური 300 მ2-დან 6 000 მ2-მდე  ფართობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა­თ­ვის სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 500 მ2-დან 6000 მ2-მდე ფართობის), 12 მ-დან 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის  ზე­დაპირიდან  საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა;“.

8.   დადგენილების 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამო­ყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი (გარდა ამ დადგენილების 79-ე მუხლით გათვალისწინებული მშენებლობისა ან/და ამ პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქ­ტისა);“.

9.   დადგენილების 96-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  შემდეგი ში­ნაარსის „ბ1“  ქვეპუნქტი:

„ბ1) ქ. თბილისში, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი (გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული მშენებლობისა);“.

10. დადგენილების 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩა­მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ დადგენილების 95-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალის­წინებულ შემთხვევაში, დამკვეთმა დამატებით უნდა წარადგინოს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის დასა­შვებობის დადასტურებაზე ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტური და სანებართვო პირობის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის (გარდა მე-2 კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახ­ლებისა) გადახდის ქვითარი.“.

11. დადგენილების 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„3. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული II და III კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის (III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარი­შო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსების შემთხვევაში – 5 დღის),  IV და V კლასის, აგრეთვე შენობა-ნა­გებო­ბის ნაწილ(ებ)ის შემთხვევაში – 30 დღის,  ხოლო ამ დადგენილების  62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში  –  II და III კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების წარდგენიდან 5 დღის, ხოლო IV კლასის  შემთხვევაში 10 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენო­ბა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნის­თანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვ­ნებ­ლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი