„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017187
26
07/02/2013
ვებგვერდი, 11/02/2013
010240030.10.003.017187
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №26

2013 წლის 7 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1479)  და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.     მე-4  მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

2.     მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სისტემის დიპლომატიური თანამდებობის პირებს, გარდა საგანგებო და   სრულუფლებიანი ელჩებისა, ადმინისტრაციულ - ტექნიკურ პერსონალს და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  ხელმძღვანელებს;“;

ბ)  „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნის და სამუშაო მივლინებიდან გამოიწვევს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობების  ხელმძღვანელებს;“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;  ინფორმაციის  ანალიზის  საფუძველზე  უცხოეთის  სახელმწიფოებსა  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის, აგრეთვე  უცხოეთის  ბაზრებზე  ქართული  ექსპორტისათვის  ბაზარზე  დაშვების ხელსაყრელი    პირობების    მიღწევის    მიზნით ქვეყნის მაკროეკონო–მიკური    მაჩვენებლების მონიტორინგი და რეგულარული საინფორმაციო მასალების მომზადება;“;

ბ)  „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია;“;

გ)  „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1)   საერთაშორისო   კულტურულ   და   ჰუმანიტარულ   ურთიერთობათა   დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების,  საერთაშორისო კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვის და საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენის ხელშეწყობა. კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა     და დიასპორებთან კავშირების განვითარების ხელშეწყობა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) თანამშრომლობის კოორდიანაცია და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება;“;

4. მე-8  მუხლის  მე-4  და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. დიპლომატიური წარმომადგენლობებია:

ა) სხვა სახელმწიფოში განლაგებული საქართველოს საელჩო;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა;

გ) საერთაშორისო  ორგანიზაციასთან  საქართველოს წარმომადგენლობა.

5. საკონსულო დაწესებულებებია:

ა) საქართველოს გენერალური საკონსულო;

 ბ) საქართველოს საკონსულო;

გ) საქართველოს ვიცე-საკონსულო;

დ) საქართველოს საკონსულო სააგენტო.“;

5. მე-10 მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა  თარგმნის ბიურო;

ბ)საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი.“;

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. სამინისტროში სამსახური

სამინისტროს   სისტემაში   სამსახურს   გადიან   როგორც   დიპლომატიური   თანამდებობის პირები, ასევე  სხვა  საჯარო  მოსამსახურეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი