სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.017186
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
07/02/2013
ვებგვერდი, 11/02/2013
340170000.10.003.017186
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2013 - 13/05/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25

2013 წლის 7 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდარ­თუ­ლი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. 
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამო­ცხა­დდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №23 დადგენილება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე. 

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში – პროგ­რამა) შემუშა­ვებულია „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

2. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „ად­გი­ლობრივი თვი­თ­მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგა­ნული კანონით, საქარ­თვე­ლოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვ­რული პრინციპები და ნორმები.


მუხლი 2. პროგრამის ძირითადი მიზნები
პროგრამის ძირითადი მიზნებია:

ა) პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფ­ლის პირ­ვე­ლი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროე­ბათა და­სა­ფინანსებლად (ადგილო­ბრი­ვი ინფრასტრუქტურის ობიექტები, კეთილმოწყობის, სასოფლო-სამეურ­ნეო  სამუშაოები და სხვა);

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულო­ბის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესა­ბა­მისად;

გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთი­ერთ­კავშირის გაძლიერება;

დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამა­ღ­ლება და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვი­თმმართველი ერთეულის რწმუნებულის (შემდგომში – რწმუნებული) უფ­ლებამოსილებათა ეფე­ქ­ტიანად განხორციელება. 


მუხლი 3. პროგრამის დაფინანსების წყაროები
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2013 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-19 მუხლით გათვალის­წი­ნებული ასიგნებები.

2. შესაძ­ლე­ბელია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექ­ტე­ბი  დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზა­ციების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, ასევე საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. 


მუხლი 4. პროგრამის მოცულობა და სტრუქტურა
1. პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს 2013 წლის სახე­ლ­მ­წიფო ბიუ­ჯე­ტში გათვალისწინებულია 50 000 000 (ორმოცდაათი მილი­ონი) ლარი. აღნიშნული თანხა, კონკრეტულ სოფელში მოსახლეობის რაოდე­ნო­ბის მიხედვით, ნაწილდება შემდეგი პრინციპით:

ა) არა უმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი;

ბ) 51-დან 200-სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი;

გ) 201-დან 400-სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი;

დ) 401-დან 1 000-სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი;

ე) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განაწილების შემდეგ, პრო­გ­რამით გათვალისწინებული  თანხის ნაშთი სოფლებისათვის ნაწილ­დება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღ­ნიშ­ნული მაჩვენებ­ელი იანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობი­სა და 12,572422 კოეფიციენტის ნამრავლით.


მუხლი 5. პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა
1. პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამო­ყე­ნების მიზ­ნობ­რიობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) განსახორციელებელი პროგრამის (პროგრამების) დადებითი სოცი­ა­ლურ-ეკონომიკური ეფექტი  უნდა აისახებოდეს  სოფლის მოსახ­ლე­ობის უმ­რა­ვ­ლესობაზე;

ბ) პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაო, საქონელი ან მომსა­ხუ­რება უნდა აუმჯობესებდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერი­ა­ლურ, ყოფით, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;

გ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა და­საქმდეს შე­სა­ბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათ­ვალისწინებულ შემ­თხვე­ვაში – სო­ფლების) მოსახლეობა.

2. საერთო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია რამდენიმე სოფ­ლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობ­ლე­მის (მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის სისტემები, სასოფლო-სამეუ­რ­ნეო ტექნიკა, სამედიცინო პუნქტი და სხვა) გადასა­წყვეტად.


მუხლი 6.  

პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყოფის პრო­ცე­დურა

1.  მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე ინფორმაციას, სოფ­ლების მიხედვით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის  სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო).

2.  სამინისტრო, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  ახორციელებს თითოეული სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას და შესაბამის ინფორმაციას აწვდის  მუნიციპალიტეტებს.

3.  კონკრეტული სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის თაობაზე  მოსახლეობის ინფორმირებას, რწმუნებულების მეშვეობით ახორციელებს  მუნი­­ციპალიტეტი.

4.   კონკრეტულ სოფელთან მიმართებაში თანხის მიზნობრიობა დგინდება პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მხო­ლოდ მოსახლეობასთან  წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

5.   რწმუნე­ბული ორგანიზებას უწევს სოფლის კრე­ბის გამართვას, აწ­ყობს საჯარო გან­ხილ­ვას და კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვე­ტი­ლე­ბით, სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენს პროგრამით სოფ­ლი­სათ­ვის გამოსაყოფი თანხის გამოყენების მიზნობ­რი­ობას, რაც აისახება სოფლის მოსახლეობის კრების ოქმში.

6.   კრების ოქმს რწმუ­ნებული წა­რუდგენს შესაბამის მუნიციპალიტეტს.

7.  მუნიციპალიტეტი, სოფლების მიხედვით შესაბამისი პროექტებისა და თი­თოეულ პროექტზე საორიენტაციო თანხის მითითებით, ამზადებს ჯამურ ინფორმაციას, რომელსაც წარუდგენს სამინისტროს.

8. სამინისტრო, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პრო­ექტს, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისა და მასში შემავალი სოფ­ლების მიხედვით განსახორციელებელი პროექტების დასახელება, თანხის რაო­დე­ნობა და თვითმმართველი ერთეული, რომლის ბიუჯეტშიც ირიცხება პრო­გრამით გათვალისწინებული თანხა.

9. სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ, განკარგულების პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.


მუხლი 7. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პრო­ცე­დურა
1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს მიერ ხო­რ­ციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების სა­ფუძ­ველზე.

2. თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებისთვის  პასუხისმგე­ბელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელ­მ­წი­ფო შესყიდვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების შესა­ბამისად.


მუხლი 8. პროგრამის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი
პროგრამის  მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც საჭიროების მიხე­დვით პერიოდულად ითხოვს ინფორმაციას მუნიციპალიტეტებიდან, ახდენს მათ შესწავლას, ანალიზს და საბოლოო მონაცემებს განსახილველად წარუ­დ­გენს საქართველოს მთავრობას წელიწადში ორჯერ - არა უგვიანეს 2013 წლის 20 ივლისისა და  2014 წლის  20 იანვ­რისა.