„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.148.016138
9
09/02/2013
ვებგვერდი, 13/02/2013
280120000.35.148.016138
„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2013 წლის 9 თებერვალი

ქ .გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.148.016126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტაციონარული, ქიმიო და სხივური თერაპიის თანადაფინანსება მოხდეს 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა“.

,,ბ) სტაციონარული, ქიმიო და სხივური თერაპიის თანადაფინანსება მოხდეს 2001 ლარიდან ღირებულების შემთხვევაში 30%, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.“

ბ) დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა,  და არ აქვთ მიღებული ან არა აქვთ განახლებული სადაზღვევო პოლისი, ფიზიოლოგიური და საკეისრო მშობიარობის (ფორმა 100-ში საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებით)  დაფინანსება განისაზღვროს 50%-ით არა უმეტეს 400 ლარის ოდენობისა.“

გ) დადგენილების მე-7 მუხლი ამოღებულ იქნას.
დ) დადგენილების  მე-11 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ როსებაშვილი