„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის N52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის N52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016020
01/62
08/02/2013
ვებგვერდი, 12/02/2013
040030000.22.055.016020
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის N52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/62

2013 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის №52 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016015) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
 

1. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ახალგაზრდობის თვითრეალიზაციის ხელშეწყობის სამსახური;

ბ) კულტურული და შემეცნებითი პროგრამების სამსახური;

გ) საინფორმაციო სამსახური;

დ) ფინანსურ-ადმინისტრაციული სამსახური;

ე)  სამოქალაქო განათლების, ინტეგრაციისა  და  ჩართულობის  სამსახური“.
 

2. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები

1. ახალგაზრდობის თვითრეალიზაციის ხელშეწყობის სამსახური: 

ა) ახორციელებს   მოზარდთა სხვადასხვა ჯგუფში შემოქმედებითი და   კრიტიკული აზროვნების   განვითარებას;

ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გზით  მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებში,  ,,მოხალისეობის ინსტიტუტის“ დანერგვასა და პოპულარიზაციას ახალგაზრდებში;

გ) ეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდებს ცოდნის ზოგადი ხარისხის ამაღლებასა დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში;

დ) გეგმავს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს მოზარდებისათვის ინტელექტუალურ თამაშებს;

ე) ხელს უწყობს ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის გზით;

ვ) იწვევს ექსპერტებს, საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მოზარდებისათვის  აქტუალური საკითხების შესახებ ლექცია-სემინარების ჩასატარებლად;

ზ) ახორციელებს ახალგაზრდების საჭიროებების ანალიზს და უწევს დახმარებას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე;

თ) მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობისა და ინტეგრაციისთვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე ახდენს კონკრეტული პროექტების ინიცირებასა და განხორციელებას;

ი) მოწყვლადი ჯგუფების ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის ამაღლების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან;

კ) პერიოდულად ახდენს საჭიროებების კვლევას;

ლ) მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჭიროებებიდან გამომდინარე ახორციელებს კონკრეტულ სერვისებს, პროგრამებსა და პროექტებს;

მ) მოზარდებისათვის ქმნის ჩართულობის ზრდის შესაძლებლობებს მოხალისეობრივ აქტივობებში;

ნ)  პოპულარიზაციას უწევს ახალგაზრდების ინიციატივებს საზოგადოებაში;

ო) ახალგაზრდებში ავრცელებს ინფორმაციას   საერთაშორისო პროგრამების შესახებ და ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართვას საერთაშორისო აქტივობებში;

პ) საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად, ,,ევროპის მოხალისეობრივი სერვისის“ აკრედიტაციის ფარგლებში, იღებს მოხალისეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან;

ჟ) მოხალისეობის პოპულარიზაციისათვის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა  სტრუქტურებთან, როგორც ქვეყნის მაშტაბით, ასევე საერთაშორისო დონეზე;

რ) ცენტრის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით შეიმუშავებს წლის პრიორიტეტებს;

ს) ახორციელებს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეთა შერჩევასა და მონაწილეობას;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს.

2. კულტურული  და შემეცნებითი  პროგრამების  სამსახური:

ა) ცენტრის ამოცანების შესრულების მიზნით ყოველწლიურად ახორციელებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების დაგეგმარებას;

ბ) ახორციელებს ცენტრის პროექტებისა და პროგრამების, მათ შორის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მართვას, შედეგების შეფასებასა და მონიტორინგს;

გ) უზრუნველყოფს ცენტრის პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების შესახებ ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ამომწურავი ინფორმაციის შეთანხმებული ფორმით მიწოდებას;

დ) ახორციელებს დაინტერესებულ პირთათვის სათანადო განმარტებებისა და რეკომენდაციების მიცემას პროექტში/პროგრამაში/ღონისძიებაში ჩართვასა თუ სხვა სახით მონაწილეობასთან დაკავშირებით;

ე) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, უზრუნველყოფს პროექტის/პროგრამის/ღონისძიების ბენეფიციართა შერჩევას, ინფორმირებას, მობილიზებასა და კოორდინირებას;

ვ) ახორციელებს ცენტრის, მისი პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების მიერ ცენტრის პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების განხორციელების შეფასებასა და ადგილზე ზედამხედველობას, შესაბამის ბენეფიციართა უკუგების მიღების, ინტერვიუირების თუ შეფასების სხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით;

ზ) სამომავლო პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფს  შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის კატეგორიზაციას, სისტემატიზაციასა და დამუშავებას;

თ) ცენტრის პროექტების/პროგრამების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით, განსაზღრავს ცალკეული აქტივობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, ასევე არამატერიალური (სამუშაო, მომსახურება) რესურსის სახეობას, ოდენობას, ხარისხს;

ი) ყოველი პროექტის/პროგრამის/ღონისძიების დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს სათანადო ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას, ხოლო არა უგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას;

კ)  კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს.

3. საინფორმაციო  სამსახური:

ა) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას ცენტრში მიმდინარე პროექტების შესახებ;

ბ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით, ახორციელებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავებას;

გ) კოორდინაციას უწევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას, უზრუნველყოფს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და შემდგომში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით  გავრცელებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სპეციალური სატელევიზიო პროგრამის მომზადებას;

ე) ცენტრის პროექტებისა და პროგრამების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გეგმავს და ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანიებს, ასევე არჩევს საკომუნიკაციო არხებს და შეიმუშავებს მედიაგეგმას, ახორციელებს სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობასა და შემოქმედებითი სამუშაოს ხელმძღვანელობას (სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინისა და ასევე სხვა მასალების შემუშავება);

ვ) ახორციელებს საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნასა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირებას (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვა);

ზ) ახორციელებს ცენტრის ვებგვერდის სტრუქტურისა და შინაარსის მართვას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ცენტრის ინფორმაციულ მხარდაჭერას;

ი) ახორციელებს ცენტრისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და მათი დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადამუშავებული სახით მიწოდებას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს.

4. ფინანსურ-ადმინისტრაციული სამსახური:

ა) ახორციელებს შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვასა და ცენტრის წლიური ხარჯთაღრიცხვის მომზადებას;

ბ) ახორციელებს ფინანსური ანგარიშების მომზადებას, ბუ­ღალ­ტრული აღრიცხვის წარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შე­სა­­ბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავ­ლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხ­ვასა და კონტროლს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს;

დ) უზრუნველყოფს ცენტრის პერსონალის მართვისა და საქ­მისწარმოების ორგანიზაციას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველ­ყო­ფას, ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების და­გეგმვასა და განხორციელებას;

ე) ახორციელებს ცენტრის მიმდინარე საქმიანობის სამარ­თლებ­რივ უზრუნველყოფას;

ვ) უზრუნველყოფს შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ცენტრის წარმომადგენლობას საქართველოს სასამართლოებში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სა­მარ­თლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

თ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნე­ბუ­ლი კორესპონდენციის საქმისწარმოებას;

ი) წარმართავს საარქივო საქმიანობას;

კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდო­მო­ბას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, ახორციელებს ცენტრში შემოსულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირებას;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს.

5. სამოქალაქო განათლების, ინტეგრაციისა და ჩართულობის  სამსახური:

ა) არაფორმალური  განათლების   პოპულარიზაციის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და სკოლის მოსწავლეთა  თვითმმართველობების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ორიენტირებულია საქართველოში  მცხოვრები 7-დან 18 წლამდე  ასაკის  პირებზე;

ბ) არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს მცირე და მასშტაბურ კვლევებს, მიზნობრივი და  ცნობიერების ასამაღლებელი სატრენინგო მოდულების შემუშავებასა და ტრენინგების ორგანიზებას, თემატური დისკუსიების მოწყობას და შედეგების შეფასებას;

გ) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების ინტეგრაციისა და ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების დანერგვას, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას;

დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ახორციელებს მიზნობრივი პროექტების შესრულებას, ხელს უწყობს თვითმმართველობებისა და სასკოლო კლუბების აქტივობის გაზრდას, მათი ინიციატივების პრაქტიკულ რეალიზაციასა და მხარდაჭერას;

ე)  კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი