„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 06/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017191
22
07/02/2013
ვებგვერდი, 11/02/2013
040030000.10.003.017191
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წეს­დების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 08/06/2011, 040030000.10.003.016390) დამტკიცებულ წეს­დებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აღმასრულებელი ორგანო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგი წესით:

ა) აღმასრულებელი ორგანო იკრიბება აღმასრულებელი დირექტო­რის გადაწყვეტილების საფუძველზე საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკ­ლებ თვეში ერთხელ;

ბ) აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე თითოეულ წევრს აქვს თი­თო ხმა. ყოველი გადაწყვეტილება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიი­ღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორი სარგებ­ლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით;

გ) აღმასრულებელი ორგანოს დღის წესრიგს განსაზღვრავს აღ­მას­რულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის წინასწა­რი გა­დაწ­ყვეტილებით აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გა­და­წყვეტილებები სხდომის ჩატარების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით არის მიღებული და მას ეთანხმება აღმასრულებელი ორგანოს წევრთა საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ასეთი ფორმით მიღებული გადაწყვეტილებები აისახება მომდევნო სხდომის ოქმში;

დ)  აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს დამატე­ბი­­­თი წესები და რეგულაციები აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწ­ყვე­ტილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც არსები­თად შეესაბამება წესდებაში განსაზღვრულ გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს;

ე)  აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმს აკეთებს სხდომის მდი­ვანი. სხდომის ოქმს ხელს აწერს აღმასრულებელი დირექტორი და სხდომის მდივანი;

ვ)  აღმასრულებელი ორგანოს მიერ სხდომაზე განხილულ სა­კით­ხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საჭიროების შემთ­ხვე­ვაში შეიძლება გაფორმდეს აღმასრულებელი დირექტორის ბრძანე­ბით და აისახება აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმში;

ზ) აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენ­ციაში შემავალი ნებისმიერი საკითხი გაიტანოს აღმასრულებელი ორგა­ნოს სხდომაზე განსახილველად ან შესათანხმებლად, მიუხედავად იმისა შე­დის თუ არა ეს საკითხი უშუალოდ აღმასრულებელი ორგანოს გამგებ­ლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი