„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.017181
18
07/02/2013
ვებგვერდი, 08/02/2013
290160000.10.003.017181
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №18

2013 წლის 7 თებერვალი

   ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2012  წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012, 290160000.10.003.016838) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის – „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობები“– მე-7 მუხლის მე-12 და 121  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს, რომელთათვის პოლისის გადაცემა ვერ მოხერხდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, რის გამოც გაუუქმდათ პოლისი, დაზღვევის ახალი პერიოდი და, შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის გადახდა დაეწყებათ სააგენტოს ან მზღვეველის მიერ ახალი სადაზღვევო პოლისის გადაცემისთვის პირველი რიცხვიდან, თუ ახალი პოლისის გადაცემა და/ან მომართვა დაფიქსირებულია 2013 წლის 1 მარტამდე.

121. 2013 წლის 1 მარტიდან, ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს, რომელთათვის პოლისის გადაცემა ვერ მოხერხდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, რის გამოც გაუუქმდათ პოლისი, დაზღვევის უფლება აღუდგებათ პირველადი სადაზღვევო პერიოდის განსაზღვრიდან ერთი კალენდარული წლის შემდეგ, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2
 
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2013 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი