დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/02/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017182 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში (სსმ, 146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი თავართქილაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; ქეთევან ბოჭორიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; მაია ჩიქვანაია – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; ზურაბ მესხი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.”.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-4-მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. კომისია: „ა) განიხილავს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმრო(ები)ს მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორების განაცხადებს და მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კომპანიის დაარსების შესახებ სასტუმრო(ები)ს მშენებლობის განხორციელებისა და ფუნქციონირებისათვის, სათანადო ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რის შესახებაც შუამდგომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ქონების სააგენტო) წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით შუამდგომლობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ ორგანოსთან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით; ბ) ადგენს სასტუმრო(ები)ს მშენებლობის დამთავრების და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის ვადებს, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებას ამ ვადების გაგრძელების შესახებ და მიმართავს ქონების სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით აღნიშნული წინადადებებით მიმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ ორგანოს; გ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართვის შემთხვევაში, კომისია განიხილავს მას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მიმართ ამავე კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ. მუხლი 5. ქონების სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში არსებული სასტუმრო(ები)ს მშენებლობის მიმდინარეობის მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტები და შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს კომისიას. მუხლი 6. ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების სააგენტო უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციების გატარების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რის შესახებაც აცნობებს კომისიასა და სამინისტროს.”. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები