„ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 აგვისტოს №596 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 აგვისტოს №596 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220020.08.002.016750
75
08/02/2013
ვებგვერდი, 08/02/2013
010220020.08.002.016750
„ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 აგვისტოს №596 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №75

2013 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 აგვისტოს №596 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 აგვისტოს №596 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №96, მუხ. 1403) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

მუხლი 10. დასკვნა-რეპორტი

დასკვნა-რეპორტი - სამეცნიერო-ისტორიულ კვლევა-ძიებაზე დამყარებული, საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტი, ხელმისაწვდომი და საჯაროა და მისი გავრცელება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისათვის.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი