დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.107.016101 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/02/2013 - 30/05/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს თანდართული რედაქციით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №2 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 20.02.2012 წელი, 370020000.35.107.016074). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
1.
დაბა ჩხოროწყუში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც: |
ა)
CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
ბ)
IMG - არის დაბა ჩხოროწყუს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს; |
გ)
ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0- (რადგან ჩხოროწყუში ზონირება არ ხორციელდება); |
დ)
C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; |
ე)
K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 130-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ ცენტრში - დაბა ჩხოროწყუში მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:
|
3.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის - დაბა ჩხოროწყუსთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,68 ლარს; |
4.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის - დაბა ჩხოროწყუსთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,34 ლარს; |
5.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ჩხოროწყუში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,68 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული წესი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები