საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016749
71
07/02/2013
ვებგვერდი, 08/02/2013
480140000.08.002.016749
საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №71

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2013 წლის 17 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სადახლო - ბაგრატაშენი“, „სადახლო - აირუმი“, „გუგუთი - გოგავანი“ და „ნინოწმინდა - ბავრა“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“  შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი