დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული წესის და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 99 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/02/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016163 |
|
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის
და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-11 პუნქტის „ა" და „ნ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
54-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 2013 წლის 1 სექტემბრამდე ამ წესის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული III კატეგორიის თეორიული გამოცდის ტესტით განსაზღვრული საკითხების ნაცვლად გამოყენებულ იქნეს მხოლოდ I კატეგორიის თეორიული გამოცდისათვის დადგენილი საკითხები. 10. 2013 წლის 1 სექტემბრამდე გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში მომზადება გაიარა ამ ბრძანებამდე არსებული შესაბამისი ან შესაფერისი კატეგორიისათვის განსაზღვრული სასწავლო პროგრამით“. |
2.
54-ე მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. ამ წესის 46-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებთან დაკავშირებით 2013 წლის 1 იანვრამდე სახდელის დამდები ორგანოს მიერ მიღებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 302–ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ამავე კოდექსის 117–ე მუხლის მიხედვით შეფარდებული მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით”. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები