დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.22.033.016512 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში (სსმ, III ნაწილი, 11.10.2010, №130, მუხლი 1897) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. სააგნტოს მიერ ქონების მიღებისა და აღრიცხვის ინსტრუქციას ადგენს სააგენტოს გენერალური დირექტორი.“. 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, სააგენტო უფლებამოსილია გასაყიდი ქონების საწყისის ფასი შეამციროს არა უმეტეს 50%-ით და ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად.“. 3. მე-12 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“; ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-13 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,13. თუ პირველი ინტერნეტაუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, სააგენტო უფლებამოსილია გასაყიდი ქონების საწყისი ფასი შეამციროს არა უმეტეს 50%-ით და და ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად. “. 5. 132 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში არ სარგებლობს „ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).“. 6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ სავაჭრო ობიექტებში ქონების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.“. 7. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ინტერნეტ-მაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.“. |
მუხლი 2.
|
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები