დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1256 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 04/02/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.001.026 |
საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-14 მუხლის მე-4, მე-15 მუხლის მე-6, 29-ე მუხლის მე-2, 32-ე მუხლის მე-3, 35-ე მუხლის მე-2, 36-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 და მე-5 და 37-ე მუხლის პირველ პუნქტებში სიტყვები „მმართველობის ადგილობრივი” და „მმართველობის ადგილობრივ” შეიცვალოს სიტყვებით “ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის)”.
2. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ვ” ქვეპუნქტი, ხოლო მე-5 პუნქტიდან _ „ზ” ქვეპუნქტი.
3. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას სიტყვის „რესპუბლიკების” შემდეგ დაემატოს სიტყვა “რესპუბლიკურ”.
4. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„1. 2002 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხების 70 პროცენტი მიიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 30 პროცენტი სახელმწიფო საგზაო ფონდში.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 18 იანვარი.
№1256-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები