დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი - სარფ", „კარწახი - ჩილდირ/აკტაშ" და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ" სახმელეთო პორტალებზე მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის გადაადგილების პროცედურებისა და სამუშაო საათების შეთანხმების და თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/165 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 28/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016174 |
|
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი - სარფ", „კარწახი - ჩილდირ/აკტაშ" და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ" სახმელეთო პორტალებზე მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის გადაადგილების პროცედურებისა და სამუშაო საათების შეთანხმების და თანამშრომლობის შესახებ |
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი); როგორც, „სარფი - სარფ”, „კარწახი - ჩილდირ/აკტაშ” და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ” სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ" საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმების მონაწილე მხარეები (შემდგომში "შეთანხმება"); ამ შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; სურთ რა, გაამარტივონ სახმელეთო საზღვრისა და ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურები და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის დუბლირება; „სარფი - სარფ”, „კარწახი - ჩილდირ/აკტაშ” და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ” სახმელეთო პორტალების (შემდგომში „პორტალებად" წოდებულნი) ერთობლივი გამოყენების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე; შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1 განმარტებები
მუხლი 2 პროცედურები სახელმწიფო კონტროლის ზონაში ერთობლივი მართვის სახელმწიფო კონტროლის ზონაში ამ ოქმის საფუძველზე გატარებული პროცედურები შესრულებული უნდა იქნეს მომდევნო მუხლებით განსაზღვრული თანმიმდევრობით და შესაბამისობაში უნდა იყოს მე-6 მუხლის დებულებებთან.
მუხლი 3 პროცედურები გასვლის ქვეყანაში
b) კომერციული საქონლის; c) მგზავრების მიერ შემოტანილი საქონლის; ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურა, მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის შესახებ ზოგადი დეკლარაცია ან/და სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქვეყნიდან გატანას, უნდა დასრულდეს მონაცემთა შეტანის პროცედურების გათვალისწინებით. 4. ზემოხსენებული პროცედურების დასრულებისას მონაცემები გადაეგზავნება შესვლის ქვეყანას. შესვლის ქვეყანაში გადასაგზავნი მონაცემები განსაზღვრულია შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში აღნიშნულ ოქმით.
მუხლი 4 პროცედურები შესვლის ქვეყანაში
მუხლი 5 სხვა პროცედურები შესვლის ქვეყანაში
მუხლი 6 ტექნიკური მომსახურება
იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზის გამო, პროგრამული უზრუნველყოფა არ ფუნქციონირებს ერთ საათზე მეტი; ან მოსალოდნელია, რომ შეფერხება არ გამოსწორდება ერთი საათის განმავლობაში; პროცედურები შესრულებული უნდა იქნას მექანიკურად და მონაცემები სისტემაში შეყვანილი უნდა იქნეს მოგვიანებით. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარის პროგრამული უზრუნველყოფა არ ფუნქციონირებს ექვს საათზე მეტი, მოიწვევა მეორე მხარესთან შეხვედრა და პრობლემის მოსაგვარებლად მიიღება ერთობლივი ზომები.
მუხლი 7 მოლაპარაკებების გამართვა და დავების გადაჭრა
მუხლი 8 ზოგადი დებულებები
მუხლი 9 სამუშაო საათები
მუხლი 10 რეგიონალური კავშირის პუნქტები და თანამშრომლობა
მუხლი 11 ოქმის ძალაში შესვლა წინამდებარე ოქმი ძალაში შევა იმავე დღეს, როდესაც მიღებული იქნება ბოლო წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხებით აცნობებენ, რომ დასრულებულია წინამდებარე დოკუმენტის ძალაში შესასვლელად საჭირო ყველა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა. წინამდებარე ოქმი ძალაშია შეთანხმების ძალაში ყოფნის ვადაში. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ ოქმის მოქმედება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისათვის ოქმის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით გაკეთებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ოქმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღების დღიდან სამი (3) თვის შემდეგ.
ოქმის შეწყვეტა ზეგავლენას არ ახდენს მიმდინარე ან განხორციელებულ საქმიანობასა და პროექტებზე.
ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ოქმში შეიძლება ნებისმიერ დროს შეტანილ იქნეს ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ამ მუხლის პირველი (1) პარაგრაფით განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად.
ოქმი დადებულია ქვემოთ ხელმომწერთა შორის, რომელთაც გააჩნიათ სრული უფლებამოსილება თავიანთი მთავრობებისაგან.
შედგენილია 2011 წლის 24 მაისს ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები