დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.22.027.016419 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011; 190020060.22.027.016227) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) ან/და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი“ (შემდგომში - პროგრამების ცენტრი).“. 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: ,,5. თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგრანტო პროგრამა დასამტკიცებლად წარდგენილია პროგრამების ცენტრის მიერ, სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება პროგრამების ცენტრში.“. 3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ან/და პროგრამების ცენტრის თანამშრომელთაგან იქმნება საბჭოს აპარატი.“. 4. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სამინისტრო ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ან/და კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების ცენტრის მეშვეობით ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები