„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „თეთნულდი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №80/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016544
24/ნ
06/02/2013
ვებგვერდი, 08/02/2013
040030000.22.022.016544
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „თეთნულდი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №80/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №24/ნ

2013 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,თეთნულდი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №80/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  პროფესიული  კოლეჯის ,,თეთნულდი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №80/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 110511027, 17/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016117) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კოლეჯის მიზანია:

ა) ფორმალური პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში –  პროგრამები) განხორციელება;

ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:

,,თ1) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი