„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.147.016041
24
04/02/2013
ვებგვერდი, 12/02/2013
010250040.35.147.016041
„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. გორი

 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილებაში (სსმ, 8, 09/08/2010; 010.250.040.35.147.003.130) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქ.გორი, გრიგოლ ფერაძის  ქუჩა №5.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. საკრებულოს სხდომა იწყება დღის 12 საათზე და მთავრდება 18 საათზე.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება

1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი, საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოიკვრება საკრებულოს შენობაში, სპეციალურ სტენდზე საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდზე გამოიკვრება  მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოში.

3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს შენობაში, ასევე ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 135-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს საკრებულოს შენობაში სპეციალურ სტენდზე“.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოიკრას თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების   შენობაში განთავსებულ სპეციალურ სტენდზე.   თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდზე გამოიკვრება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი