მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016157
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
04/02/2013
ვებგვერდი, 12/02/2013
010260020.35.153.016157
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/02/2013 - 05/08/2013)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 დეკემბრის №50 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ. 010260020. 35.153.016138. 11.12.2012)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი



დანართი 1
 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის

იურიდიული სამსახურის


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
  1.  მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივი მომსახურებას, გამგეობის ინტერესების სამართლებრივი დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვას, გამგებლის, სტრუქტურული ერთეულის  და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას.
  2.  სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
  3.  საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას.
  4.  სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
  6. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული  სამსახური.“

მუხლი 2. სამსახურის კომპეტენცია
 
  1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის საფუძველზე  გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და მომართვების განხილვას;

დ) გამგებლის, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ე) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას.

ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

 


მუხლი 3. სამსახურის უფროსი
3.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.

3.2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი  საჯარო მოსამსახურე.


მუხლი 4. დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.