დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016155 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას.
1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 1.3. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 1.4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 1.4. სამსახურის სრული სახელწოდებაა ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური”. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
2.1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2.2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან 2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკის განყოფილება; ბ) ქონების მართვის განყოფილება. |
მუხლი 3.
სამსახურის უფროსი |
3.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
3.2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე. |
მუხლი 4.
სამსახურის განყოფილების უფროსი |
4.1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.
4.2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილრბის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; 4.3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4.4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. |
მუხლი 5.
ეკონომიკის განყოფილების კომპეტენცია |
5.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.
5.2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადებას და მისი შესრულების კოორდინაციას, სხვა დოკუმენტების მომზადებას; ბ) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების პროექტის შესადგენად გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას, მითითებების, წერილების მომზადებას; გ) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების პროგრამის პროექტის შემუშავებას, მონაწილეობის მიღებას სტრატეგიული განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვაში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვას, მათ ანალიზს; დ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას; ე) ადგილობრივი ბიუჯეტის სტრატეგიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან შესაბამისობის შეფასებას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებით მიღებული შედეგების ეფექტურობას; ვ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული წინადადებების შეფასებას; ზ) რეგიონთაშორისო სავაჭრო კავშირების განვითარების კოორდინაციას; თ) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შედგენას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით; კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. |
მუხლი 6.
ქონების მართვის განყოფილების კომპეტენცია |
6.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.
6.2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას; ბ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ; გ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ; დ) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგს, ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას; ე) შესაბამისი წინადადებების, პროექტების მომზადებას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით; ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. |
მუხლი 7.
დასკვნითი დებულება |
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები