დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.147.016040 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №11 დადგენილებაში (სსმ 22, 07/09/2010; 010.260.020.35.147.000.613) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი გამგეობის ადგილსამყოფელია ქ.გორი, გროგოლ ფერაძის ქუჩა №5“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საკრებულოს თავმდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები