ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
04/02/2013
ვებგვერდი, 06/02/2013
010260020.35.121.016065
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2013 - 15/03/2018)

 

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181  მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომრის №603 ბრძანებულების შესაბამისად,

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
ქ. ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:  

 ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img;

  ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL;

  გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C;

  დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი –K.

მუხლი 2
ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.  
მუხლი 3
 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100.
მუხლი 4
    მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

      Cn=Img  x  ITL  x  C  x  K,   სადაც:

  ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს-0,37-ს;

    ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით შეადგენს 1,0-ს;

    გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია 0,24 ლარით;

   დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დანსაზღვრულია 100-ით;

  ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი).

მუხლი 5
   დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ. მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

  ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;

  ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 3,00;

  გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 5,00 ლარით;

  დ) დასახლებათა შორის არეალებში – 2,50 ლარით.

მუხლი 6
  კონტროლი დადგენილების შესრულებაზე  განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის      საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა   გია ოჩხიკიძემ.
მუხლი 7
    ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგია ოჩხიკიძე