დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 2 აპრილის #145/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/ძ |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.33.062.016023 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა
და კულტურის მინისტრის
ბრძანება №29/ძ
2013 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 2 აპრილის №145/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკი განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 2 აპრილის №145/ ძ ბრძანებაში (აფხ. საკ. მაცნე №8, 2.04.2007წ. მუხლი 28) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები