„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 26/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016073
4
01/02/2013
ვებგვერდი, 08/02/2013
010260020.35.109.016073
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2013 წლის 1 თებერვალი

ქ. მარტვილი

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
1.  შეტანილ იქნეს ცვლილება „მარტვილის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ნოემბრის  №22 დადგენილებაში, (სსმ, 57, 30/11/2010წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.0160007)  კერძოდ, დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს სტრუქტურული ქვედანაყოფი – მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება და მუხლი 2-ის პუნქტი 2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                    „მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

                           2.  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილება;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილება;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;“.

  1. დებულებას დაემატოს მუხლი 6, რომლითაც განისაზღვრება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „მუხლი 6. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები 

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოსა და გამგეობის სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ბ) საკრებულოსა და გამგეობის  სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას;

გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების  გამართულ ფუნქციონირებას;

დ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

ე) საკრებულოსა და გამგეობის  სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას;

ვ) საკრებულოს და გამგეობის სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

ზ) საკრებულოს და გამგეობის  სამსახურების  სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ გოროზია