„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016072
3
01/02/2013
ვებგვერდი, 08/02/2013
010250020.35.109.016072
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2013 წლის 1 თებერვალი

ქ. მარტვილი

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
     შეტანილ იქნეს ცვლილება „მარტვილის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის  №17 დადგენილებაში (სსმ, 37, 12/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016002)  კერძოდ, დებულების თავი III, მუხლი „12“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

           „მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

             1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით    

                  ასრულებენ გამგებლის დავალებებს.

              2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

                  ა) ადმინისტრაციული სამსახური;

                  ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

                  გ) არქიტექტურისა  და ზედამხედველობის სამსახური;

                  დ) ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა  და ქონების მართვის  

                        სამსახური;

                  ე) განათლების,   კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა 

                         სამსახური;

                  ვ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

                  ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

                  თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ გოროზია