დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.102.016061 |
1
01/02/2013
ვებგვერდი, 06/02/2013
010250020.35.102.016061
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აჟარის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში (სსმ, 71, 30/12/2010; 010.250.020.35.102.016.005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები