დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.016528 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge , 11/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.016443) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი 1. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა უზრუნველყოს 2013 წლის 1 ივნისამდე. 2. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტრომ უზრუნველყოს 2013 წლის 1 ივნისამდე.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები