„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016535
15/ნ
04/02/2013
ვებგვერდი, 05/02/2013
040030000.22.022.016535
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №15/ნ

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მოდუსი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული  კოლეჯის ,,მოდუსი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №70/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 110511016, 17/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016107) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კოლეჯის მიზანია:

ა) ფორმალური პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამები) განხორციელება;

ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:

,,თ1) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი